Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთმა უფრო ინტენსიური სახე მისცა უკანონო ქმედებებს


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე კიევში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. „სამწუხაროდ, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, რუსეთმა უფრო ინტენსიური სახე მისცა უკანონო ქმედებებს და განაგრძობს მავთულხლართების გავლებას და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზთან“, - განაცხადა მაია ფაჯიკიძემ. მან კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG