Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ არ ცნობს ჩინეთის მიერ ფრენისათვის აკრძალულ ზონას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი არ ცნობს ფრენისათვის აკრძალულ ზონას, რომელიც ჩინეთმა ბოლოხანს გამოაცხადა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე. ბაიდენმა ეს თქვა სეულის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. ბაიდენმა, რომელმაც მიმდინარე კვირაში ჩინეთის ლიდერებთანაც გამართა მოლაპარაკებები პეკინში, განაცხადა - „ჩემი პრეზიდენტის სახელით, მე ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენ ამ ზონას არ ვცნობთ. ეს არანაირად არ იმოქმედებს ამერიკის ოპერაციებზე. აბსოლუტურად არანაირად“. ბაიდენის თქმით, სანამ ატომურ იარაღზე მუშაობს, ჩრდილოეთი კორეა ვერ მიაღწევს კეთილდღეობას. აშშ-ში დაბრუნებამდე ბაიდენი მოინახულებს საზღვარს, რომელიც ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას განაცალკევებს ერთმანეთისგან.
XS
SM
MD
LG