Accessibility links

logo-print

ვიქტორია ნულანდი თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ვიქტორია ნულანდთან ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, ამ პროცესში აშშ-ის წვლილზე, ავღანეთში ერთობლივ ოპერაციებსა და მათ გაგრძელებაზე 2014 წლის შემდგომ პერიოდში. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილებოდა საქართველოს პერსპექტივები ნატოს მომავალი წლის სამიტისთვის. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ვიქტორია ნულანდმა კვლავ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG