Accessibility links

logo-print

ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „თანამედროვეობის წინაშე ნელსონ მანდელას წვლილი და როლი უდიდესია. ის ადამიანური მიმტევებლობის საუკეთესო განსახიერება იყო და მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა ზოგადსაკაცობრიო იდეალებს. ნელსონ მანდელას ცხოვრება და მოღვაწეობა დარჩება სიმამაცის, შემწყნარებლობის და სიბრძნის ლეგენდარულ მაგალითად“, - ნთქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG