Accessibility links

ტოლოკონიკოვა მამამ ვიდეოხიდის მეშვეობით „მოინახულა“


რუსეთში პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ პატიმრობაში მყოფი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მამა ამბობს, რომ შვილს 15 წუთის განმავლობაში ვიდეოხიდის მეშვეობით ელაპარაკა. ტონოკონიკოვა ამჟამად ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკის ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის. მორდოვიის ციხეში, სადაც ის მანამდე იხდიდა სასჯელს, ტოლოკონიკოვას შიმშილობა ქონდა გამოცხადებული. მამამისმა, ანდრეი ტოლოკონიკოვმა პარასკევს სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ ნადეჟდას არ დაუჩივლია საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან ცუდად მოპყრობის თაობაზე. ტოლოკონიკოვის თქმით, მისი ქალიშვილი შესაძლოა ციხის საავადმყოფოში დარჩეს პატიმრობის ვადის გასვლამდე, ანუ მარტამდე. ტოლოკონიკოვას და მისი ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, მარია ალიოხინას ორი წლით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით. ისინი 2012 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც მოსკოვის საკათედრო ტაძარში პერფორმანსი მოაწყვეს და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკეს.
XS
SM
MD
LG