Accessibility links

logo-print

ნელსონ მანდელას სამხრეთი აფრიკა და მსოფლიო გლოვობს


მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები, გამოჩენილი ფიგურები და რიგითი მოქალაქეები პატივს მიაგებენ ნელსონ მანდელას ხსოვნას. მანდელა - სამხრეთ აფრიკის აპარტეიდთან მებრძოლი სიმბოლო - ხუთშაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ განაცხადა, რომ მანდელა იოჰანესბურგში, თავის სახლში, მშვიდად გარდაიცვალა, ოჯახის წევრებით გარშემორტყმული. ქვეყნის მოქალაქეები იკრიბებიან იოჰანესბურგის და სოვეტოს ქუჩებში და პატივს მიაგებენ გარდაცვლილი ლიდერის ხსოვნას. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, მანდელას „სამართლისთვის მებრძოლი გოლიათი“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი „ყველაზე გავლენიანი, გაბედული და ღრმად კეთილშობილი ადამიანი“. მანდელამ 27 წელი გაატარა პატიმრობაში, აპართეიტის დროს. შემდეგ მან უხელმძღვანელა სამხრეთ აფრიკის გარდასვლას თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობიდან მულტიეთნიკურ დემოკრატიაში და 1994 წელს ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.
XS
SM
MD
LG