Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებით გამოეხმაურა მანდელას გარდაცვალებას


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა,სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, აპარტეიდთან ბრძოლის გმირის, ნელსონ მანდელას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა სამხრეთ აფრიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ: „აფრიკამ დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. გვანუგეშებს ის, რომ ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის თავგანწირულ ძალისხმევას შეუძლია თავისუფლება მოუტანოს და ღირსება აღუდგინოს მილიონებს.“
XS
SM
MD
LG