Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგელი: დიპლომატიას სამხედრო ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დიპლომატიას ზურგს უმაგრებს აშშ-ის სამხედრო ძალა. შაბათს, მანამაში წარმოთქმულ სიტყვაში ჰეიგელმა თქვა, თეირანთან დასავლეთის დიპლომატიას არ უნდა მიეცეს „არასწორი ინტერპრეტაციაო“. მისი თქმით, მოლაპარაკებების წარმატება ეფუძნება ამერიკის სამხედრო ძალას. ჰეიგელმა დასძინა, რომ რეგიონში უსაფრთხოებას 35 ათასი ამერიკელი სამხედრო უზრუნველყოფს. ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის ნოემბერში ხელმოწერილმა შეთანხმებამ მღელვარება გამოიწვია სპარსეთის ყურის ძირთადად სუნიტური სახელმწიფოების უმრავლესობაში, რომლებიც შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედ ირანს საფრთხედ განიხილავენ. შუალედური შეთანხმება ირანს მოუწოდებს შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო საპასუხოდ ნაწილობრივ შეამსუბუქებენ ირანისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.
XS
SM
MD
LG