Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა განამტკიცებს რუსეთთან კავშირებს, პროტესტის ფონზე


უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან კავშირების გაღრმავებაზე მუშაობს, მაშინ როცა კიევის ცენტრში გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით. უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, პარასკევს, ჩინეთიდან შინისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთში შეჩერდა და სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკება. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მიკოლა აზაროვის განცხადებით, მოლაპარაკების თემა იყო „მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ პროექტი, რომელმაც ვაჭრობის და ეკონომიკის პოლიტიკაში სხვაობები უნდა გააუქმოს. პარალელურად, კიევში, ცნობილმა მოკრივემ და ოპოზიციის ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ დემონსტრანტებს განუცხადა, მთავრობამ მოსპო იმის იმედი, რომ უკრაინელები ევროპულ, რეფორმების გამტარებელ ქვეყანაში დაიწყებდნენ ცხოვრებასო. უკრაინაში მასობრივი პრო-ევროპული გამოსვლები გასულ თვეში დაიწყო - მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG