Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება


საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ის იქ ევროპარლამენტის წევრების ჯგუფთან ერთად ჩავიდა. სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდი ავრცელებს ცნობას და ვიდეოს, რომ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ცნობილ მოკრივე ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და მასთან ერთად ივახშმა. უკრაინაში გრძელდება პრო-ევროპული აქციები. გამოსვლები გასულ თვეში დაიწყო - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG