Accessibility links

logo-print

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოები სირიაში სამედიცინო ობიექტების დაცვას ითხოვენ


გაეროს ჯანდაცვის სააგენტოებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც სირიის დაპირისპირებულ მხარეებს სთხოვენ დაიცვან სამედიცინო ობიექტები და ექიმები. სააგენტოების თქმით, სირიის სახელმწიფო საავადმყოფოების 60 პროცენტზე მეტი ომის შედეგად დაზიანებულია, ან საერთოდ ვეღარ მუშაობს. მოპარული ან დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანების ასეთივე რაოდენობა. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოები „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ იმ „სერიოზული შედეგების“ შესახებ, რომელსაც ეს ვითარება უქმნის პაციენტებს და ექიმებს. განცხადება, რომელსაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს, დასძენს, რომ საავადმყოფოებზე თავდასხმა საერთაშორისო კანონებით შესაძლოა ომის დანაშაულად იყოს მიჩნეული.
XS
SM
MD
LG