Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგელი ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოსანახულებლად ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი, ავღანეთში ჩავიდა, იქ განთავსებული ამერიკელი სამხედროების მონახულების მიზნით. ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ვიზიტის ფონია ვაშინგტონსა და ქაბულს შორის დაძაბულობა უსაფრთხოების ხელშეკრულების გარშემო. აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, დაგეგმილი არ არის შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან, რომელიც უარს ამბობს ხელი მოაწეროს უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას. ეს დოკუმენტი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ნატოს ძალებს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგ დარჩენის საშუალებას მისცემდა. თუმცა კარზაის პრესმდივანი აცხადებს, რომ ავღანეთის პრეზიდენტსა და ჰეიგელს შორის მოლაპარაკება შაბათს მოგვიანებით გაიმართება. დღეს უფრო ადრე, ბაჰრეინში ყოფნისას, ჰეიგელმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებს განუცხადა, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დიპლომატიურ ძალისხმევას ზურგს აშშ-ის სამხედრო ძალა უმაგრებსო. შაბათს წარმოთქმულ სიტყვაში ჰეიგელმა თქვა, თეირანთან დასავლეთის დიპლომატიას არ უნდა მიეცეს „არასწორი ინტერპრეტაციაო“. მისი თქმით, მოლაპარაკებების წარმატება ეფუძნება ამერიკის სამხედრო ძალას.
XS
SM
MD
LG