Accessibility links

logo-print

ჰეიგელი: დამარწმუნეს, რომ ავღანეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გაფორმდება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ის დაარწმუნა, რომ აშშ-სა და ავღანეთს შორის უსაფრთხოების ხელშეკრულება დროულად გაფორმდება. ჰეიგელმა, რომელიც ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა, ეს განცხადება გააკეთა თავის ავღანელ კოლეგასთან, ბისმილა ხან მოჰამადისთან შეხვედრის შემდეგ. ჰეიგელი თვლის, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი ზეწოლა არ წაადგება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის დაყოლიებას ხელი მოაწეროს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელმაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ნატოს ძალებს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგ დარჩენის საშუალება უნდა მისცეს. დღეს უფრო ადრე, ბაჰრეინში ყოფნისას, ჰეიგელმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებს განუცხადა, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დიპლომატიურ ძალისხმევას ზურგს აშშ-ის სამხედრო ძალა უმაგრებსო. შაბათს წარმოთქმულ სიტყვაში ჰეიგელმა თქვა, თეირანთან დასავლეთის დიპლომატიას არ უნდა მიეცეს „არასწორი ინტერპრეტაციაო“. მისი თქმით, მოლაპარაკებების წარმატება ეფუძნება ამერიკის სამხედრო ძალას.
XS
SM
MD
LG