Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მორიგი მასობრივი აქცია გაიმართა


კიევის ცენტრში დღესაც შეიკრიბა უკრაინის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო არ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან. ოპოზიცია მომხრეებს მოუწოდებდა კვირას მილიონი მოქალაქე გამოსულიყო ქუჩებში, მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მყოფი კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ მოედანი ხალხით გადაჭედილი იყო. ასეთ ფონზე კიევი და მოსკოვი უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს იანუკოვიჩმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის გაწევრიანება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში. ამ კავშირს უკრაინის ოპოზიცია უწოდებს საბჭოთა კავშირის თანამედროვე შესატყვისს და გმობს მასში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG