Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი ირანში გაემგზავრა ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფონზე


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი კვირას ირანში გაემგზავრა, მაშინ როცა ავღანეთს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ირანის მედიის ცნობით, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში კარზაი ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდება, პრეზიდენტ ჰასან როჰანის ჩათვლით. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი ავღანეთში შაბათს ჩავიდა ამერიკელი სამხედროების მოსანახულებლად და ავღანეთის და ნატოს კოალიციის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ღრმავდება უთანხმოება უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელმაც აშშ-ის ძალების ნაწილს ავღანეთში დარჩენის საშუალება 2014 წლის შემდეგაც უნდა მისცეს. შაბათს ჰეიგელმა განაცხადა, რომ კარზაისთან შეხვედრას არ აპირებდა, რადგან ქაბულისთვის უკვე ცნობილია აშშ-ის პოზიცია. პირველ ეტაპზე კარზაი შეთანხმებას მხარს უჭერდა, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ირანის შეფასებით, ეს შეთანხმება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG