Accessibility links

logo-print

ბაღდადის გარშემო აფეთქებებმა ოცზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, ბაღდადში და მის შემოგარენში კვირას მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 22 ადამიანი შეეწირა. უსაფრთხოების და სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრილია კიდევ ათობით პირი. სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა ბაღდადში, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბნებში. ერაყში ძალადობის დონემ წელს მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს 2008 წლის შემდეგ - როცა ქვეყანაში კონფესიებს შორის სისხლიანი დაპირისპირების პერიოდი იდგა. გაეროს შეფასებით, წელს ერაყში ძალადობას 8,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG