Accessibility links

logo-print

გერმანიის პრეზიდენტი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს


გერმანიის პრეზიდენტი, იოახიმ გაუკი არ დაესწრება სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2014 წლის თებერვალში. ეს ცნობა გამოცემა „შპიგელს“ გაუკის ოფისმა კვირას დაუდასტურა. თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჟესტი არ წარმოადგენს „ბოიკოტს“ და გაიხსენა, რომ გერმანიის რამდენიმე წინა პრეზიდენტიც არ ესწრებოდა ხოლმე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. „შპიგელი“ იუწყებოდა, რომ გაუკი სოჭის თამაშებს არ დაესწრებოდა რუსეთის მთავრობის მიერ მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დარღვევის და პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების გამო. გაუკი - რომელიც უწინ ქრისტიანი პასტორი და ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში სამოქალაქო უფლებების აქტივისტი იყო - რუსეთში ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა პრეზიდენტის პოსტის დაკავების, ანუ 2012 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG