Accessibility links

საბერძნეთის პარლამენტმა ბიუჯეტი დაამტკიცა


საბერძნეთში პარლამენტარებმა დაამტკიცეს მთავრობის 2014 წლის ბიუჯეტი, რომელშიც გათვალისწინებულია ეკონომიკის ზრდა, ექვსი წლის განმავლობაში განცდილი ღრმა რეცესიის შემდეგ. პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი მიესალმა ბიუჯეტის დამტკიცებას. მისი თქმით, 2014 წელს ეკონომიკა მცირედით - 0.6 პროცენტით - გაიზრდება, რაც 2007 წლის შემდეგ პირველ პოზიტიურ მონაცემს წარმოადგენს. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულ შემოსავლებს და ხარჯებს კრიტიკული თვალით უყურებენ ქვეყნის კრედიტორები, რომლებმაც საბერძნეთს 2010 წლის შემდეგ დახმარების სახით 240 მილიარდი ევრო გამოუყვეს, დიდძალი ვალების მქონე ამ ქვეყნის ბანკროტად ქცევისგან დასახსნელად.
XS
SM
MD
LG