Accessibility links

logo-print

ბარაკ და მიშელ ობამები დაესწრებიან მანდელას მემორიალურ ცერემონიას


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი, მიშელ ობამა, სამშაბათს სამხრეთ აფრიკაში დაესწრებიან ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემ ცერემონიას, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ სტადიონზე გაიმართება. ობამებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში გაფრინდებიან ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე, ლორა ბუში. სამხრეთ აფრიკაში მანდელას ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიებს ასევე დაესწრებიან ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. მანდელას დაკრძალვის ცერემონია 15 დეკემბერს გაიმართება, აპარტეიდთან მებრძოლი ლიდერის მშობლიურ ქალაქში. მანდელა ხუთშაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG