Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ქუჩებში ასი ათასობით დემონსტრანტი გავიდა


კიევში ასი ათასობით დემონსტრანტი გავიდა თავისუფლების მოედანზე და გააპროტესტა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება არ გაეფორმებინა მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდა წერილში, რომელიც მისმა ქალიშვილმა წაიკითხა. ტიმოშენკოს პარტიის, „ბატკივშჩინას“ წარმომადგენელმა, არსენი იატსენიუკმა პირობა დადო, რომ საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და დემონსტრანტებს დედაქალაქში მთელი სამთავრობო უბნის ბლოკირებისკენ მოუწოდა. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უკვე სამ კვირაზე მეტია ყოველდღიური აქციები იმართება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩმა გასულ თვეში შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკება ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ და განაცხადა, რომ ამგვარი ხელშეკრულება უკრაინის რუსეთთან სავაჭრო კავშირებს მიაყენებდა ზიანს. წინა შაბათ-კვირის მასობრივ აქციებზე დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან ძალისმიერი ზეწოლა, რომლის დროსაც დაშავდა ათობით პირი.
XS
SM
MD
LG