Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი: გაფორმდება ირანთან „გრძელვადიანი პარტნიორობის“ ხელშეკრულება


ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ქაბული და თეირანი მალე მოაწერენ ხელს „გრძელვადიანი პარტნიორობის“ ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. ეს განცხადება კარზაის ოფისმა კვირას გაავრცელა, მას შემდეგ რაც ავღანეთის პრეზიდენტი თეირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის. განცხადების თანახმად, კარზაიმ და როჰანიმ ხაზი გაუსვეს ხელშეკრულების აუცილებლობას, რომელიც გრძელვადიანი „მეგობრობის და პარტნიორობის“ გარანტია იქნება. დეტალები არ დაკონკრეტებულა. კარზაის თეირანში ვიზიტი დაემთხვა ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის ჩასვლას ორი დღით. ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ღრმავდება უთანხმოება უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელმაც აშშ-ის ძალების ნაწილს ავღანეთში დარჩენის საშუალება 2014 წლის შემდეგაც უნდა მისცეს. შაბათს ჰეიგელმა განაცხადა, რომ კარზაისთან შეხვედრას არ აპირებდა, რადგან ქაბულისთვის უკვე ცნობილია აშშ-ის პოზიცია. პირველ ეტაპზე კარზაი შეთანხმებას მხარს უჭერდა, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ირანის შეფასებით, ეს შეთანხმება რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG