Accessibility links

კიევში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი


კიევში აქციის მონაწილეებმა ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ძეგლს ნიღბიანმა პირებმა ალყა შემოარტყეს და მისი დამსხვრევა დაიწყეს. აქციის დაწყების შემდეგ, ძეგლის ჩამოგდების ეს უკვე მეორე მცდელობა იყო, თუმცა პირველად მომიტინგეებს სამართალდამცველებმა შეუშალეს ხელი. ვლადიმირ ლენინის ძეგლი კიევში 1946 წელს დადგეს. კვარცხლბეკის სიმაღლე 6,8 მეტრს, თავად ძეგლი კი 3,45 მეტრს აღწევდა.
XS
SM
MD
LG