Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში შეტაკება მოხდა ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის


კვირას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ქალაქ დიარბაკირში, რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა დაეშალა 5000-მდე დემონსტრანტი, რომლებსაც გულზე ეკიდათ ციხეში მყოფი ქურთების ლიდერის აბდულა ოჯალანის ფოტოები. მღელვარება ქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ პარასკევს დაიწყო, როდესაც პოლიციამ ორი დემონსტრანტი მოკლა. ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრაციების მსვლელობისას დაშავდა ათი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი. სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი კი დაკავებულია. ქურთთა მღელვარება გამოიწვია თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაენადგურებინა ქურთი ამბოხებულების საფლავები.
XS
SM
MD
LG