Accessibility links

logo-print

პუტინის ბრძანებულებით, დაიხურა სააგენტო „რია ნოვოსტი“


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, დაიხურა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. მის ნაცვლად იქმნება ახალი საინფორმაციო სააგენტო სახელწოდებით Russia Today. ბრძანებულება ორშაბათს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ვებსაიტზე. Russia Today ისარგებლებს აღჭურვილობით, რომელსაც „რია ნოვოსტი“ იყენებდა რუსეთის მთავრობის პოლიტიკაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ინფორმაციის გასავრცელებლად. ამავე ბრძანებულებით, გაუქმდა სახელმწიფო სამაუწყებლო კორპორაცია „რუსეთის ხმა“, რომლის მთელი ქონება და აღჭურვილობა Russia Today-ის განკარგულებაში გადადის. Russia Today-ის გენერალურ დირექტორად დმიტრი კისელიოვი დასახელდა.
XS
SM
MD
LG