Accessibility links

logo-print

ტაილანდის მთავრობამ ვადამდელი არჩევნების თარიღი დაასახელა


ტაილანდის მთავრობამ 2 თებერვალი დაასახელა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ინგლაკ ჩინავატის გადაწყვეტილებაზე, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი არჩევნებში ტაილანდში პოლიტიკური კრიზისისათვის ბოლოს მოსაღებად. არჩევნების თარიღი ახლა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა დაამტკიცოს. ტაილანდში ორი კვირაა გრძელდება მასობრივი ანტისამთავრობო აქციები. დემონსტრანტები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას, რადგან პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ თავისი ძმის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტაქსინ ჩინავატას ინტერესებით მოქმედებაში. ჩინავატას მმართველობა 2006 წელს დაამხეს, რის შემდეგაც ის ემიგრაციაში წავიდა კორუფციის ბრალდებით დაპატიმრების საფრთხის გამო. ოპოზიციის ლიდერები საჭიროდ მიიჩნევენ ტაილანდის პოლიტიკური სისტემის ძირეულ რეფორმას. საპროტესტო აქციებში დღესაც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG