Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში იწყება აშშ-ის და საქართველოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ვაშინგტონში იწყება აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გაიმართება თავდაცვის და უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრა. 12 დეკემბერს დაგეგმილია ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის, ხოლო 13 დეკემბერს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. საქართველოს უწყებათშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG