Accessibility links

logo-print

უკრაინაში მოითხოვენ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილია ჩამონათვალში იმ პირებისა, რომელთა პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვენ უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისი მიმართვა პარლამენტის წევრმა „რეგიონების პარტიიდან“ ოლეგ ცარიოვმა გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურს. ცარიოვი მოითხოვს, რომ უკრაინაში ჩასვლა აეკრძალოს რადენიმე პირს, რომლებიც მისი განცხადებით, ოპოზიციას ხელმძღვანელობენ და ქვეყნის დისკრედიტაციის მიზნით რჩევებს აძლევენ. რადის წევრმა „შავ სიაში“ მიხეილ სააკაშვილის გარდა შეიყვანა კიდევ 14 პირი, მათ შორის რუსი პოლიტოლოგები სტანისლავ ბელკოვსკი და გლებ პავლოვსკი. საქართველოს ყოფილი პრეზიენტი კიევში გასულ პარასკევს ჩავიდა და შაბათს, 7 დეკემბერს მიმართა ქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
XS
SM
MD
LG