Accessibility links

დიდთოვლობამ საქართველოს ენერგოსისტემაში რამდენიმე ავარია გამოიწვია


დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარმა საქართველოს ენერგოსისტემაში რამდენიმე ავარია გამოიწვია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 150 ათასამდე აბონენტს. განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დაზიანების ადგილები ნაპოვნია და აღდგენით სამუშაოებს 24 საათიანი რეჟიმით აწარმოებს კომპანია „ენერგოპრო ჯორჯია.“ ხმალაძემ აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე შემცირედება რაოდენობა იმ აბონენტებისა, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, თუმცა, ამ დროისთვის ენერგომომარაგების სრულად აღდგენა სავარაუდოდ, ვერ მოხდება.
XS
SM
MD
LG