Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს საკვანძო მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე


სირიის მთავრობის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს მთავარ ავტომაგისტრალზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს. ავტომაგისტრალზე კონტროლი დაამყარეს დასავლეთში მდებარე ქალაქ ნაბაკის უდიდესი ნაწილის დაპყრობის შედეგად. ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ დაადასტურა სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობა ნაბაკის აღების თაობაზე. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალს გამოიყენებენ საპორტო ქალაქ ლატაკიაში სირიის ქიმიური იარაღის ჩასატანად. რუსეთის და შეერთებული შტატების შეთანხმებით, სირიის ქიმიური იარაღი უნდა განადგურდეს.
XS
SM
MD
LG