Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „ბატკივშჩინა“ აცხადებს მის შტაბ-ბინაში პოლიციის შეჭრის შესახებ


უკრაინის ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ პრესსამსახური აცხადებს, რომ პოლიცია შეიჭრა პარტიის კიევის შტაბბინაში. ჩვენი რადიოს კიეველი კორესპონდენტების ცნობით, უშიშროების ძალები შეუდგნენ კიევის ცენტრში დემონტრანტების ბარიკადების აღებას. ეს ბარიკადები ბლოკავს მთავრობის შენობებს. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები იღებენ, ასევე, კარვებს, რომლებიც კიევის ცენტრში დემონსტრანტებმა აღმართეს. იუწყებიან, აგრეთვე, უმნიშვნელო შეტაკებებზე ჯარისკაცებსა და დემონსტრანტებს შორის.
XS
SM
MD
LG