Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი კვლავ აკრიტიკებს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ისლამაბადში შეხვდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს, ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. დაძაბულობას იწვევს პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იერიშები. ჩაკ ჰეიგელი ქაბულიდან ჩაფრინდა ისლამაბადში პრემიერ-მინისტრთან და არმიის ახალ მთავარსარდალთან, გენერალ რაჰილ შარიფთან შესახვედრად. პაკისტანის მთავრობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა „პაკისტანის მხარდაჭერა ავღანეთში სამშვიდობო და შერიგების პროცესის“ მიმართ. ამავე განცხადებაში გამოთქმული შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები „კონტრაპროდუქტიულია“ ტერორიზმთან ბრdოლის საქმეში. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს ამართლებს, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წინასწარ იდენტიფიცირებული ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG