Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა


აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აპარტეიდთან ბრძოლით სახელგანთქმული ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემ ცერემონიაზე დასასწრებად. მანდელა ხუთშაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ობამასთან და მისი მეუღლესთან ერთად, სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მისი მეუღლე და აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პირველი ლედი - ჰილარი კლინტონი. იოჰანესბურგში, სადაც სამშაბათს გაიმართება მანდელას ხსოვნის პატივსაცემი ცერემონია, მოელიან აშშ-ის კიდევ ორ ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონსა და ჯიმი კარტერს. ცერემონია ფეხბურთის სტადიონზე გაიმართება. სავარაუდოდ, თავს მოიყრის სახელმწიფოებისა და მთავრობების 100-ზე მეტი ამჟამინდელი, ან ყოფილი ლიდერი. საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, დაესწრებიან თუ არა საქართველოს წარმომადგენლები ნელსონ მანდელასთან გამოსათხოვარ ღონისძიებებს. სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტს 15 დეკემბერს დაკრძალავენ მშობლიურ ქალაქში.
XS
SM
MD
LG