Accessibility links

logo-print

კიევში პოლიცია იღებს დემონსტრანტების ბარიკადებს


კიევში პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთები იღებენ დემონსტრანტების ბარიკადებს, რომლებიც აღიმართა უკრაინის მთავრობის უწყებებთან მისასვლელი გზების ჩასახერგად. ჯერ არაფერს იუწყებიან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებზე. ოპოზიციური პარტია „ბატკივჩინა“ აცხადებს, რომ პოლიციელები შეიჭრნენ კიევში ამ პარტიის შტაბბინაში, წაიღეს კომპიუტერები. მაგრამ შინაგან საქმეთა სიმინისტრო აცხადებს, რომ პოლიციას მსგავსი ზომებისათვის არ მიუმართავს. მთავარმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ დემონსტრანტებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ შენობების ბლოკადას და ნუღარ გამოცდიან „ხელისულფლების მოთმინებას“. უკრაინა საპროტესტო აქციებით არის მოცული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ხელს არ მოაწერდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, იანუკოვიჩი ორშაბათს დათანხმდა მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას, ოპოზიციის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG