Accessibility links

logo-print

უკრაინაში არ ცხრება პროტესტი დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად


დღეს კიევში მნიშვნელოვანი შეხვედრებია დაგეგმილი და მათი მიზანი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევის გზებზე მსჯელობაა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი კეტრინ ეშტონი უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად იმსჯელებს შექმნილ ვითარებაზე. ეშტონი ორდღიან ვიზიტს გეგმავს კიევში. დღესვე დაგეგმილია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტებთან - ლეონიდ კრავჩუკთან, ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ იუშჩენკოსთან. თითქმის სამი კვირაა უკრაინაში გრძელდება საპროტესტო აქციები. უკრაინელები აპროტესტებენ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას - ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გადადებაზე. ორშაბათს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ თანახმაა ოპოზიციასთან ერთად მიუჯდეს „ეროვნულ მრგვალ მაგიდას“. მისი სიტყვების მიუხედავად, ორშაბათს დაძაბულობა გაზარდა სპეცდანიშნულების რაზმების მოქმედებამ, როცა ისინი პარტია „ბატკივშჩინის“ ოფისში შეიჭრნენ და სერვერები გაიტანეს. პარტიის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა: „თუკი პრეზიდენტ იანუკოვიჩს ჰგონია, რომ მას შეუძლია სამართალდამცავი უწყებებისა და „ბერკუტის“ საგანგებო პოლიციის დახმარებით გადაჭრას პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში, ის ძალიან ცდება, რადგან „ბერკუტის“ 10 ათას პოლიციელს არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლის წინაშეც 45 მილიონიანი ქვეყანა დგას. თუკი იანუკოვიჩს ჰგონია, რომ ჩხრეკითა და დაპატიმრებებით შეგვაშინებს, მან უნდა იცოდეს, რომ ესეც არაფერს მოუტანს“. იაცენიუკმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დარჩება დამოუკიდებლობის მოედანზე.
XS
SM
MD
LG