Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ეხმაურება მის წინააღდეგ ახალი სანქციების დაწესების იდეას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება „მკვდარია“, თუკი აშშ-ის კონგრესი ირანის წინააღმდეგ თუნდაც 6 თვის შემდეგ ასამოქმედებელ ახალ სანქციებს დააწესებს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ტაიმს“ და განაცხადა, რომ თეირანი არ მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას ზეწოლის ფონზე. 24 ნოემბერს ჟენევაში ირანმა და მსოფლიოს ექვსეულმა მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თეირანი შეზღუდავს ბირთვულ პროგრამას დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივ მოხსნის სანაცვლოდ. ზოგიერთი ამერიკელი სენატორი განიხილავს ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხის, თუკი თეირანი არ შეასრულებს ჟენევის შეთანხმებას. თეთრმა სახლმა სენატორებს მოუწოდა თავი შეიკაონ ახალი სანქციებისგან.
XS
SM
MD
LG