Accessibility links

პაკისტანი და ირანი გაზსადენის პროექტის დაჩქარებას აპირებენ


პაკისტანის ხელისუფლებამ სამშაბათს გაავრცელა განცხადება რომ გაზსადენის პროექტის დაჩქარებაზე ირანთან შეთანხმებას მიაღწია. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ექსპერტები ახლო მომავალში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ პროექტზე, რომლითაც ირანის სამხრეთი ფარსის გაზის საბადო სამხრეთი აზიის მომხმარებელს დაუკავშირდება. მილსადენის უდიდესი - 900 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ირანის ტერიტორიაზე გადის და პაკისტანის საზღვრამდე მიდის, ირანმა ააშენა. პაკისტანის მონაკვეთზე მშენებლობას აფერხებს ფინანსების ნაკლებობა და გაფრთხილებები, რომ ამ მშენებლობით აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დაირღვევა. აშშ ეწინააღმდეგება 7,5 მილიარდ დოლარიან პროექტს, რადგან ამით შეიძლება დაირღვეს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
XS
SM
MD
LG