Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკაში იმართება მანდელასთან გამოსათხოვარი ცერემონია


სამხრეთ აფრიკაში მასშტაბური ცერემონიით ეთხოვებიან ამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, აპარტეიდთან ბრძოლით სახელგანთქმულ ნელსონ მანდელას, რომელიც გასულ კვირაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ათასობით სამხრეთაფრიკელთან ერთად, 70-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ იოჰანესბურგში, სტადიონზე, რომელზეც ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჩატარდა. მანდელასთან გამოსათხოვარ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად იოჰანესბურგში ჩასულ ლიდერებს შორის არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. მანდელას 15 დეკემბერს დაკრძალავენ მის მშობლიურ ქალაქში.
XS
SM
MD
LG