Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ორი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის პირველი მსხვერპლი ფრანგი სამხედროების რიგებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასულ კვირაში ოპერაციის დაწყების შემდეგ. საფრანგეთის 1600-კაციანი სამხედრო კონტინგენტის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბანგუიში დაუპირისპირდნენ შეიარაღებულ პირებს ერთმანეთთან მებრძოლი მუსლიმი და ქრისტიანის მებრძოლების განიარაღების მიზნით. ამ მებრძოლებს ეკისრება პასუხისმგებლობა, გასული კვირიდან მოყოლებული, ასობით ადამიანის დახოცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აპირებს მოკლე ვიზიტით ჩასვლას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელასთან გამოსათხოვარ ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებამდე.
XS
SM
MD
LG