Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პოლიციამ გადაარჩინა ქალი, რომელსაც ჩაქოლვას უპირებდნენ


ავღანეთში პოლიციამ გადაარჩინა ქალი, რომელსაც ჩაქოლვას უპირებდნენ. ჩრდილოეთში მდებარე კუნდუზის პროვინციის მკვიდრ ქალს თალიბანმა სიკვდილი მიუსაჯა ქმრის ღალატში ბრალდების საფუძველზე. ქმარმა ის, ღალატში დადანაშაულების შემდეგ, თალიბანს გადასცა. კუნდუზის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციელებს მიუვიდათ ინფორმაცია კვირას საღამოს დაგეგმილ ჩაქოლვაზე, რის გამოც მათ სოფელში რეიდი ჩაატარეს. ქალი იპოვეს ოთახში გამოკეტილი შენობაში, რომელსაც თალიბანი იყენებდა.
XS
SM
MD
LG