Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისტორიის გიგანტი“ უწოდა ნელსონ მანდელას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნელსონ მანდელას მიიჩნევს „ისტორიის გიგანტად“, რომელმაც „ერი სამართლიანობისაკენ წაიყვანა“. ეს შეფასება ობამამ გამოთქვა სამხრეთ აფრიკაში, ცერემონიაზე, რომელზეც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ყოფილი პრეზიდენტის, აპარტეიდთან ბროლით სახელგანთქმული მანდელასთვის პატივის მისაგებად. მანდელა ხუთშაბათს გარდაიცვალა 95 წლის ასაკში. ბარაკ ობამა არის 70-მდე ქვეყნის ლიდერებს შორის, რომლებიც იოჰანესბურგში ჩავიდნენ მანდელასთან გამოსათხოვარ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. ის გამოვიდა სტადიონზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე. ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად იოჰანესბურგში ჩასულ ლიდერებს შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონიც. მანდელას 15 დეკემბერს დაკრძალავენ მის მშობლიურ ქალაქში.
XS
SM
MD
LG