Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი: უკრაინის დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება


უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ოთხშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება უკრაინის მაღალი რანგის დელეგაცია. ეს ითქვა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან იანუკოვიჩის შეხვედრის შემდეგ. მისი განცხადების ფონს ქმნის კიევში კრიზისის მოსაგვარებლად მიმდინარე სხვა მოლაპარაკებები და დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ იანუკოვიჩის უარს, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. სამ ყოფილ პრეზიდენტთან - ლეონიდ კრავჩუკთან, ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ იუშჩენკოსთან - იანუკოვიჩის შეხვედრას უნდა მოჰყვეს მოლაპარაკება მრგვალ მაგიდასთან. ამასობაში, კიევში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. „ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ოპოზიციის ყველა წამყვან ლიდერთან. აშშ-ს განზრახული აქვს განაგრძოს ეს პროცესი. ჩვენ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ აღვადგინოთ აქ მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, ადამიანის ღირსება და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე. ჩვენ დღეს მოგვიანებით მოველით მთავრობასთან და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრას,“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. იანუკოვიჩს სამშაბათს კიევში შეხვდება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონიც. როგორც იუწყებიან, კიევის ცენტრში ასობით დემონსტრანტი რჩება.
XS
SM
MD
LG