Accessibility links

logo-print

ოსლოში გაიმართა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დაჯილდოვების ცერემონია


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ოფიციალურად გადასცეს წლევანდელ ლაურეატს - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. ნორვეგიაში, ოსლოს მერიის შენობაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აჰმედ უზუმჩუმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის წევრები განაგრძობენ ძალისხმევას იმისათვის, რომ განადგურდეს იარაღი, რომელიც „ არ განასხვავებს მეომარსა და სამოქალაქო პირს, ბრძოლის ველსა და სოფელს შორის“. ნობელის პრემიის დანარჩენ ლაურეატებს - ანუ, წლევანდელ ლაურეატებს მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგებში - სტოკჰოლმში გადასცემენ კუთვნილ ჯილდოებს.
XS
SM
MD
LG