Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვა ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია


ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენი უპირველესი საზრუნავი თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა და ამიტომაც არის ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი მთავარი ამოსავალი“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლება მეტია, ვიდრე მხოლოდ თავისუფლება და თანასწორობა, რადგან ადამიანს სჭირდება სოციალური სამართლიანობა და ამიტომ, მთავრობის ვალია დაიცვას ის სიღარიბისგან და იზრუნოს ყველაზე დაუცველ და საზოგადოებისგან მივიწყებულ ჯგუფებზე. “ახლა, როცა ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ირჩევენ წარმომადგენლებს და თავს თავისუფალ მოქალაქეებად მიიჩნევენ, ჩვენ ვალდებულნი ვართ მთავარი ძალისხმევა მივმართოთ სწორედ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG