Accessibility links

logo-print

ლევან კორტავას საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე პირი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში


პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ე.წ. ქურდული წესების მიმდევარი კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე. პროკურატურის განცხადებით, ამ და კიდევ რამდენიმე პირმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 2013 წლის 12 მაისს განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა. პროკურატურის ცნობითვე, თავის ტვინის ტრავმის შედეგად ლევან კორტავა 23 მაისს გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამავე საქმეზე უახლოეს ხანში იგეგმება დანაშაულის სხვა მონაწილეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების გამო, ბრალდებულია სასჯელაღსრულების სისტემის რამდენიმე თანამშრომელიც.
XS
SM
MD
LG