Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ უკრაინაში შეძლებენ შეთანხმებას


საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით უკრაინის საზოგადოება და ხელისუფლება დიალოგის დაწყებას და შეთანხმებას შეძლებენ - ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა. მისი შეფასებით, მთავარია, რომ უკრაინამ ევროინტეგრაციისკენ სწორი ნაბიჯით სვლა განაგრძოს.
XS
SM
MD
LG