Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაოები მიმდინარეობს უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად


დიდთოვლობის შედეგად დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმით მუშაობენ ენერგეტიკის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, აჭარის მთავრობა და სამაშველო სამსახურები. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების აღმოსაფხვრელად 24-საათიანი რეჟიმშით მუშაობს კომპანია "ენერგოპრო ჯორჯია." მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, საავტომობილო გზებზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო იმ მონაკვეთებზე, სადაც დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია, საავტომობილო მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის შედეგად საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიის გამო, მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება 100 ათასზე მეტ აბონენტს.
XS
SM
MD
LG