Accessibility links

რადიო თავისუფლების წინააღმდეგ ჰაკერული შეტევები განხორციელდა


კვირიდან მოკიდებული რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სერვერების წინააღმდეგ განხორციელდა რამდენიმე ე.წ. DDoS ტიპის ჰაკერული შეტევა. სამშაბათს რთე/რთ-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კომპანიის მოქმედების ხელის შემშლელი ახალი შეტევების მოსაგერიებლად. „დიდად ვწუხვართ უხერხულობისთვის, რაც შეიქმნა ამ თავდასხმების გამო, რომლებიც შესაძლოა მიზანმიმართულად იწარმოებოდეს, და მოვუწოდებთ ჩვენს პუბლიკას, კვლავაც დარჩნენ ჩვენთან,“ განაცხადა რთე/რთ-ის პრეზიდენტმა კევინ კლოსმა. რთე/რთ გასულ თვეშიც იყო მსგავსი შეტევების სამიზნე. 2008 წელს DDoS ტიპის შეტევა განხორციელდა რთე/რთ-ის ბელორუსული რედაქციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG