Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონმა კიევში შეხვედრები გამართა


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა კიევში მოლაპარაკება გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. ეშტონის პრესმდივანმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ შეხვედრამ სამ საათზე მეტი გასტანა და არსობრივ საკითხებს შეეხო. იანუკოვიჩის შემდეგ ეშტონი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ეშტონი ასევე ეწვია კიევის დამოუკიდებლობის მოედანს, სადაც პრო-ევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები გამოიწვია იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან დაახლოების შესახებ საეტაპო ხელშეკრულებაზე. სამშაბათს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც იმუშავებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე - თუმცა, ამავდროულად, მან უნდა აღადგინოს „რუსეთთან ნორმალური სავაჭრო კავშირები“. იანუკოვიჩის თქმით, ოთხშაბათს ბრიუსელში უკრაინის დელეგაცია ჩავა. პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, უკრაინა-ევროკავშირის მარტის სამიტისათვის მოამზადოს გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს „უკრაინისათვის ეკონომიკური საფრთხეების მინიმალიზაციას“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას.
XS
SM
MD
LG