Accessibility links

logo-print

ბილდტი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევის მოვლენებს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, "ტვიტერით" გავრცელებულ ტექსტში უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. "დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მაიდანზე და მის გარშემო ამ მომენტში განვითარებულ მოვლენებს. რეპრესიები არ არის უკრაინის წინსვლის გზა. ეს რეფორმებით უნდა მოხდეს" - აცხადებს ის. რადიო თავისუფლების კორესპონდენტების და ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე გაშლილ დიდ საპროტესტო ბანაკს ასობით სპეცრაზმელი მიუახლოვდა. ამასთან, იუწყებიან, რომ პოლიციამ აიღო ბარიკადები, რომლებიც ოპოზიციას ქალაქის საბჭოს შენობასთან ჰქონდა აღმართული. თუმცა შენობიდან დემონსტრანტების გამოდევნა პოლიციას ჯერჯერობით არ უცდია. უკრაინაში საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან დაახლოების შესახებ საეტაპო ხელშეკრულებაზე.
XS
SM
MD
LG