Accessibility links

კიევში ვიზიტისას, ნულანდი დამოუკიდებლობის მოედანზეც მივიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი კიევში ვიზიტისას დამოუკიდებლობის მოედანზეც მივიდა. მისი ვიზიტის მიზანია უკრაინაში კრიზისის მოგვარების ხელშეწყობა. ნულანდმა ბუტერბროდები და ნამცხვრები დაურიგა დემონსტრანტებს და პოლიციელებს. ამასთან, პოლიციელების უმრავლესობა უკვე წასულია დამოუკიდებლობის მოედნიდან. იუწყებიან ასევე, რომ პოლიციამ შეაჩერა მცდელობა, კონტროლი დაემყარებინა ქალაქის მერიაზე, რომელშიც 200-მდე დემონსტრანტი იმყოფება. ამასობაში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ პირობა დადო, რომ ძალა არ იქნება გამოყენებული დემონსტრაციების დასაშლელად. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც წუხელ ასობით პოლიციელი შეიჭრა დამოუკიდებლობის მოედანზე კარვებისა და ბარიკადების ასაღებად. ბრიუსელში ევროკავშირმა განაცხადა, რომ დღეს არ შედგება უკრაინის დელეგაციის ვიზიტი, რომლის მიზანიც უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე მოლაპარაკება უნდა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG